უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომში „სიმბოლური შეხვედრისთვის“ მადლობა გადაუხადა თავის ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს .
„კარგი შეხვედრა. ჩვენ პირისპირ ბევრი განხილვა მოვასწარით. ვიმედოვნებთ, რომ შედეგს მივიღებთ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ითქვა. ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვა. სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. საიმედო და მდგრადი მშვიდობა, რომელიც აგვარიდებს ომის განმეორებით დაწყებას. ეს იყო ძალიან სიმბოლური შეხვედრა, რომელსაც აქვს პოტენციალი გახდეს ისტორიული, თუ მივაღწევთ საერთო შედეგებს. მადლობა“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ტრამპსა და ზელენსკის შორის 15-წუთიანი შეხვედრა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიის დაწყებამდე გაიმართა.