ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა იულია გალარდმა განაცხადა, რომ წყალდიდობების შედეგად მიყენებულმა ზარალმა 5.6 მილიარდი დოლარი შეადგინა.
"ჩვენ არ უნდა გადავდოთ დაზარალებულების დახმარების საქმე ხვალ, ეს დღეიდანვე უნდა დავიწყოთ. წყალდიდობის შედეგად მთლიანი შიდა პროდუქტის პროცენტული რაოდენობა დაიწევს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაზარალებულთა დასახმარებლად და დანგრეული შენობების სარეაბილიტაციოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5.6 მილიარდი დოლარი გაოიყოფა", - განაცხადა გალარდმა.
გასულ თვეში დაწყებულ წყალდიდობას 30 ადამიანი ემსხვრპლა და დაზიანდა ბევრი შენობა.