რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა კრემლში ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფს შორის გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.
მისი თქმით, პუტინსა და უიტკოფს შორის შეხვედრა კონსტრუქციული და სასარგებლო იყო და სამ საათს გაგრძელდა;
მხარეებმა განიხილეს რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობა;
უშაკოვის განცხადებით, მოლაპარაკებებმა შესაძლებელი გახადა მოსკოვისა და ვაშინგტონის პოზიციების კიდევ უფრო დაახლოება არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ სხვა საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებითაც.