ეგვიპტის ხელისუფების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქცები მიმდინარეობს. აქციების დროს 700 ადამიანი დააკავეს.
როგორც BBჩ იუწყება, მასობრივი დაკავება აქციის მონაწილეებისა და პოლიციის შეტაკების შემდეგ დაიწყო. აქციის მონაწილეები ეგვიპტის ორ ქალაქში დააკავეს.
დედაქალაქ კაიროში, შეტაკების შედეგად ერთი დემონსტრანტი და ერთი პოლიციელი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ სუეზში მიმდინარე აქციის მონაწილეებისთვის ხელისუფლებამ ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა.
მასალის გამოყენების პირობები