დაღესტანაში მომხდარი ტერაქტის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.
რუსული მედიის ინფორმაციით, აფეთქება ხასავიარტას გარეუბანში, კაფე "ქარავანთან" მოხდა, რომლის დროსაც 7 ადამიანი დაშავდა, ხოლო 3 ადგილზე გარდაიცვალა.
მოგვიანებით ერთი დაშვებული საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.
როგორც ადგილობრივ მილიციაში აცხადებენ, დაშავებული და დაღუპულები კაფის თანამშრომლები და მისი კლიენტები არიან.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას აუღია.