მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიში ტერაქტი შესაძლოა რუსი წარმომავლობის ვაჰაბიტს მოეწყო. როგორც ერთ-ერთი სტავროპოლელი თვითმხილველი აცხადებს, თვითმკვლელი გვარად რაზდაბუტკოა, რომელიც ერთი წლის წინ შექმნილ ვაჰაბიტური ორგანიზაციის წევრი იყო.
ამასთან, რუსმა სამართალდამცვლებმა თვითმკვლელი ტერორისტის ფოტორობოტი ჩრდილოეთ კავკასიაში იდენტიფიკაციისთვის გადააგზავნეს, ასევე იგეგმება მისი დემენის ანალიზის ჩატარებაც.
შეგახსენებთ, 24 იანვარს მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რომლის დროსაც 35 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 110 დაშავდა.