სამხრეთ ბრაზილიის 60 ქალაქში წყალდიდობის გამო საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შტატ სანტა-კატარინაში დაახლობით 25 ათასი ადამიანი გახდა იძულებული სახლები დაეტოვებინა, რომელიც წყალდიდობის დროს დაიტბორა.
მათივე ინფორმაციით, 71 დასახლებული ადგილში 919 ათასი მცხოვრები დაზარალდა, ხუთი ადამიანი დაიღუპა, 162 ადამიანი დაშავდა და 79 ავად გახდა გაციების გამო.
ბრაზილიის ხელისუფლების განცხადებით, წყალდიდობის დროს მიყენებულმა ზარალმა 247 მილიონი დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიიის სამხრეთით ძლიერი წვიმა უკვე მეორე კვირაა გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის სამხრეთით წყალდიდიობა ბოლოს 2008 წელს მოხდა, რომლის დროსაც ზარალმა 520 მილიონ დოლარი შეადგინა და 114 ადამიანი დაიღუპა.