რუსეთი აძლიერებს თავის ჰიბრიდულ შეტევებს, რომლებიც მიზნად ისახავს ძირი გამოუთხაროს ნიდერლანდების საზოგადოებას და მის მოკავშირეებს. ამის შესახებ ნიდერლანდების სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, პიტერ რისინკმა ყოველწლიურ ანგარიშში განაცხადა.
Რისინკის განცხადებით, რუსმა ჰაკერებმა მიზანში უკვე ამოიღეს ნიდერლანდების სახელმწიფო სამსახურები.
მისივე თქმით, სადაზვერვო ორგანო შენიშნავს რუსული საფრთხის ზრდას ევროპაში, მათ შორის „უკრაინის წინააღმდეგ ომის შესაძლო დასრულების შემდეგ“.
„კონფლიქტი ომსა და მშვიდობას შორის ნაცრისფერ ზონაში რეალობად იქცა. სულ უფრო მეტი სახელმწიფო სუბიექტი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ჩვენ საზოგადოებას ჰიბრიდული თავდასხმებით. რუსეთი სულ უფრო მეტად არის მზად, რისკსზე წავიდეს“, – განაცხადა რისინკმა.
ამასთან, ნიდერლანდების შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უწყებამ პირველად აღმოაჩინა რუსი ჰაკერების თავდასხმა მთავრობის ციფრულ ოპერაციულ სისტემაზე გასულ წელს.
მათივე ცნობით, ასევე გამოვლენილია რუსეთის კიბეროპერაცია, რომლის სამიზნეც იყო კრიტიკული ინფრასტრუქტურა, შესაძლოა, შესაძლოა დივერსიისთვის მომზადების მიზნით.
სადაზვერვო უწყების ინფორმაციით, რუსეთი ადგენს ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე ობიექტების რუკებს და გეგმავს საბოტაჟს ინტერენეტკაბლებისა და წყალ და ენერგომომარაგების წინააღმდეგ.