უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ის ბრიტანეთის პრემიერმინისტრ, კირ სტარმერს ესაუბრა.
როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, ოთხშაბათს, 23 აპრილს უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები ლონდონში შეხვედრას გამართავენ.
"მზად ვართ, როგორც ადრე, მაქსიმალურად კონსტრუქციული გზით ვიმოქმედოთ, რათა მივაღწიოთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას და შემდეგ რეალური და მდგრადი მშვიდობის დამყარებას. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, ვინც დაგვეხმარა. უპირობო ცეცხლის შეწყვეტა მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს და ამ აღდგომამ ნათლად აჩვენა, რომ სწორედ რუსეთის ქმედებები ახანგრძლივებს ომს. ასევე, კირთან ერთად განვიხილეთ ჩვენი ერთობლივი მუშაობა ევროპული უსაფრთხოების ფორმატებში. მადლობა, ბრიტანეთს!", - წერს ზელენსკი X-ზე.