შაბათს, 19 აპრილს, შეერთებული შტატების მასშტაბით, ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკის გასაპროტესტებლად.
დემონსტრანტები აპროტესტებენ ტრამპის ადმინისტრაციის სატარიფო პოლიტიკას და ფედერალური მოხელეების მასშტაბურ შემცირებას, რომელსაც სათავეში უდგას, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, მილიარდერ ილონ მასკის ხელმძღვანელობით.
საპროტესტო მსვლელობები გაიმართა დედაქალაქ ვაშინგტონში, ნიუ იორკში, ბოსტონში, ცინცინატიში და სხვა დიდ ქალაქებში.
ამ თვის დასაწყისში, ასიათასობით ამერიკელი შეიკრიბა საპროტესტო მსვლელობებზე, რაც ბევრად მასშტაბური იყო, ვიდრე შაბათის დემონსტრაციები. მაშინ აქციები აშშ-ის 50-ვე შტატში, 1200-მდე ლოკაციაზე გაიმართა.