საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები გამოცდილებისა და გაზიარების მიზნით რომში იმყოფებიან.
შსს-ის ინფორმაციით, დელეგაციის წევრები მოწმეთა დაცვისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო მეთოდებს ეცნობიან.
აღნიშნული ვიზიტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპატრამენტის პროექტის მხარდაჭერით ხორციელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები რომში 24 იანვარს ჩავიდნენ და იქ 28 იანვრამდე დარჩებიან.