"მიხეილ სააკაშვილს დილით გაღვიძება სხვადასხვა აზრითა და ფიქრით შეუძლია, მაგრამ თუ ეს ფიქრები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთანაა დაკავშირებული, ეს მისი პრობლემებია", - აცხადებს რუსი ექსპერტი მიხეილ ჩერნოვი პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ "პირველი საინფორმაციო კავკასიური" არხის პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადების კომენტირებისას, რომლის დროსაც მან განაცხადა, რომ "საქართველო საომარ მდგომარეობაში იმყოფება".
"მიხეილ სააკაშვილს დილით გაღვიძება სხვადასხვა აზრითა და ფიქრით შეუძლია, მაგრამ თუ ეს ფიქრები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთანაა დაკავშირებული, ეს მისი პრობლემებია. დასუსტების პირას მისულ რუსეთის იმპერიაზედაც მას შეუძლია არ იღელვოს, იმიტომ, რომ რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ნებისმიერ მდგომარეობაში დარჩება, რა მძიმე მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს იგი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე", _ აცხადებს ექსპერტი და დასძენს, რომ რაც შეეხება საომარ მდგომარეობაში ყოფნას, ეს სააკაშვილის სიტყვები და მისი არჩევანია - რუსული მხრიდან ამგვარი განცხადებები არ გაკეთებულა.
"ხოლო თუკი სააკაშვილმა რუსეთთან ომი აირჩია, მაშინ მისმა თანაშემწეებმა ისტორიის ყველაზე უბრალო წიგნებს გადახედონ, რომლებშიც ნათლად წერია, რით სრულდებოდა რუსეთთან ომები ნებისმიერი მოწინააღმდეგისათვის ძლიერი იქნებოდა ის თუ სუსტი", _ აცხადებს ჩერნოვი.