საქართველოს პროკურატურამ 2011 წლის 22 იანვარს, ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირები - მინდელის სახელობის მაღაროს სამუშაო უბნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ედემ სტურუა და ვენტილაციის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი დევდარიანი მაღაროში დააკავა, რომლებიც გარდაცვლილი და დაზარალებული მაღაროელების უშუალო ხელმძღვანელები არიან.
დანაშაულში ეჭვმიტანილებმა დადგენილი უსაფრთხოების წესების იგნორირებით გასცეს ბრძანება ეწარმოებინათ ასაფეთქებელი სამუშაოები, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი მაღაროელი, ხოლო ოთხმა სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანება მიიღო.
ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროს სამუშაო უბნის ხელმძღვანელი ედემ სტურუა და ვენტილაციის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი დევდარიანი ეჭვმიტანილი არიან სამთო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დაღვევაში, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის 2-ე ნაწილით, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.