ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქების გამო ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პროკურატურის პრესსამსახურში აცნობეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული უშუალოდ მაღაროელების სამუშაო უბნის ხელმძღვანელია, ხოლო მეორე_უსაფრთხოების დაცვის უფროსის მოადგილე.
დაკავებულებს ბრალს 48 საათში წაუყენებენ. მათი ვინაობა ჯერჯერობით არ კონკრეტდება.
ცნობისთვის, მაღაროელების საქმესთან დაკავშირებით პასუხისმგებელი ორი პირი გუშინ აიყვანეს.