საქართველოში ლიტვის ელჩის იონას პასლაუსკასის განცხადებით, პრეზიდენტ სააკაშვილსა და მოსახლეობას შორის გუშინ გამართული ტელეხიდი ეს იყო მაგალითი, თუ როგორი კომუნიკაცია უნდა არსებობდეს სახელმწიფოსა და ხალხს შორის.
"ძალიან ვაფასებთ ქვეყნის ხელისუფლების ამგვარ ურთიერთობას საზოგადოებასთან. ეს იყო მაგალითი, თუ როგორი კომუნიკაცია უნდა არსებობდეს სახელწმიფოსა და ხალხს შორის. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი არა მხოლოდ გამოთქვამს თავის მოსაზრებებს, არამედ უსმენს ხალხს, რომელიც გამოხატავს თავის პოზიციას. ეს დემოკრატიულ სახელწმიფოებს ახასიათებს", - განუცხადა ლიტვის ელჩმა ქართველ ჟურნალისტებს გუშინდელ ტელეხიდზე კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გუშინ მოსახლეობისა და ჟურნალისტების შეკითხვებს პირდაპი ეთერში თითქმის სამი საათი პასუხობდა.