ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძის შეფასებით, პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ და ნათლად მოხაზა სახელმწიფოს ამოცანები.
"პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ და ნათლად მოხაზა სახელმწიფოს ამოცანები და დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ რა ტიპის სახელმწიფოს ვაშენებთ, რა არის ჩვენი ამოცანა, რომ ქვეყანას სჭირდება გაძლიერება, რათა ის გამთლიანდეს. ასე რომ, ასეთი ფორმატით საზოგადოებასთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა", - განუცხადა ბარამიძემ ჟურნალისტებს გუშინდელ ტელეხიდზე კომენტირებისას.
ამასთან, მისივე განმარტებით, პრეზიდენტმა გარკვევით აუხსნა საზოგადოებას, რომ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა ჩვენი წარმატებულობა და განვითარებაა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გუშინ მოსახლეობისა და ჟურნალისტების შეკითხვებს პირდაპი ეთერში თითქმის სამი საათი პასუხობდა.