"ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, გუშინდელი ტელეხიდისას ბევრ შეკითხვაზე პრეზიდენტისგან პასუზი ვერ მიიღო.
"ძალიან ბევრ მწვავე კითხვაზე, რომელიც ეხებოდა ჯანდაცვას, განათლებას, სოციალურ სფეროს, სოფლის მეურნეობას, პენსიებს... მე ვერ მივიღე პასუხი", - განუცხადა ვეფხვაძემ ჟურნალისტებს სააკაშვილსა და მოსახლეობას შორის გუშინდელ ტელეხიდზე კომენტირებისას.
ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ყველაზე მეტად პრეზიდენტის იმ განცხადებითაა უკმაყოფილო, რომელიც მედიკამენტების თემას შეეხებოდა.
"რატომღაც პრეზიდენტს აქვს ინფორმაცია, რომ ძირითადი წამლები უმწეოებისვის ხელმისაწვდომია. არანაირი ძირითადი წამლები მათ არ აქვთ, მათ აქვთ მხოლოდ 25 ლარიანი ვაუჩერი წელიწადში. როგორ შეიძლება თვეში 2,5 ლარის წამლები იმყოფინოს ადამიანმა, რომელიც არის ავად", - დასძინა ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გუშინ მოსახლეობისა და ჟურნალისტების შეკითხვებს პირდაპი ეთერში თითქმის სამი საათი პასუხობდა.