"ქართული ოცნების" დეპუტატი პაატა სალია აცახდებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დემოკრატიული პროცესია. მისივე თქმით, ოპოზიციური ველი დესტრუქციულ ოპოზიციურ ძალებს აქვთ დაკავებული, რომელიც ჯანსაღ ოპოზიციას უნდა დაეთმოს.
„საკონსტიტუციო უმრავლესობის შემთხვევაში ამას გადაწყვეტდა სხვა ორგანო. ამ მოცემულ ვითარებაში ამ საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება აქვს სხვა ორგანოს - საკონსტიტუციო სასამართლოს. შესაბამისად, ამოცანა „ქართული ოცნების“ არ შეცვლილა, დანაპირები თავისი ამომრჩევლის წინაშე არ შეცვლილა და ამას ახორციელებს.
ეს არის დემოკრატიული პროცესი, იმიტომ, რომ ხორციელდება დემოკრატიის ფარგლებში. მეტსაც გეტყვით, ის პროცესი, რასაც დღეს აქვს ადგილი, რასაც ახორციელებენ ე.წ. დესტრუქციული ოპოზიციური ძალები, პირდაპირ ხელს უშლის საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციური პარტიების ჩამოყალიბებას. მათ, ფაქტობრივად, მითვისებული აქვთ ოპოზიციური ველი და ერთადერთი საკითხით არიან დაკავებულები, როგორ ავნონა ამ სახელმწიფოს. ამას აკეთებს კოლექტიური ნაცმოძრაობა და გასაკვირი იმაში, რომ მსგავსი პარტუა, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა აიკრძალოს, არ არის“, - ამბობს სალია.
27 მარტს გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ და "მისი სატელიტი პარტიების" არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით მიმართავს.