27 მარტს პარიზში "მსურველთა კოალიციის" შეხვედრის შემდეგ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ შეერთებული შტატებს მოუწოდა ჩაერთოს უკრაინასთან დაკავშირებულ მომდევნო სამიტში. ამის შესახებ ნათქვამია იტალიის მთავრობის მეთაურის ოფისის განცხადებაში.
მელონიმ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მუშაობის აუცილებლობას, რათა ეს კონფლიქტი დასრულდეს და მშვიდობა იქნეს მიღწეული.
ცნობისთვის, დღეს პარიზში დაახლოებით 30 ქვეყნის ლიდერი შეიკრიბა, რათა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ომის მიმდინარეობის შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები განეხილათ.
მელონიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იტალია არ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში და "ხაზგასმით აღნიშნა შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობა კონფლიქტის დასასრულებლად და მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას".