რუსეთმა გერმანიიდან ფრინველის ხორცის იმპორტი დროებით შეწყვიტა. "ინტერფაქსის" ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი ე. წ. "დიოქსინის სკნადალი" გახდა.
შეგახსენებთ: რამდენიმე დღის უკან ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში, მეფრინველეობის ფერმებში, ფრინველებს ისეთი საკვებით კვებავდნენ, რომელიც გარკვეული რაოდენობით დიოქსინს შეიცავდა და რომელიც შემდგომ ფრინველის ხორცში ხვდებოდა.