სტამბოლის სასამართლომ 23 მარტს დილით ქალაქის მერს, ეკრემ იმამოღლუს პატიმრობა მიუსაჯა. იუწყება CNN Turk.
სასამართლომ დაადგინა, რომ იმამოღლუ, რომელიც კორუფციაშია ბრალდებული, სასამართლო პროცესის დასრულებამდე ციხეში დარჩება.
თურქეთის პოლიციამ იმამოღლუ კორუფციისა და ექსტრემიზმის ბრალდებით 19 მარტს საკუთარ სახლში დააკავა.
იმამოღლუს დაკავებას თურქეთის მასშტაბით მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქციები მოჰყვა.
აქციები უკვე რამდენიმე დღეა დემონსტრანტებისა და სამართალდამცველების შეტაკებების ფონზე გრძელდება. მასობრივ გამოსვლებს დაპატიმრებებიც მოჰყვა. 22 მარტს სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ფიზიკური ძალა გამოიყენა. 23 მარტის მონაცემებით, თურქეთის მასშტაბით 323 ადამიანი დააკავეს.