სტამბოლსა და ანკარაში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებებია. იუწყება გამოცემა Cumhuriyet.
აქციის მონაწილეები სტამბოლის მუნიციპალიტეტის შენობის წინ იმ დროს შეიკრიბნენ, როცა სტამბოლის მერი ერკემ იმამოღლუ თურქეთის სასამართლოს წინაშე წარდგა. ეს იყო იმამოღლუს პირველი გამოჩენა სასამართლოში მას შემდეგ, რაც ის დააკავეს.
სასამართლოში იმამოღლუმ, სულ მცირე, 70 კითხვას უპასუხა და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება უარყო.
პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. დააკავეს რამდენიმე ადამიანი. ადვოკატებმა ეკრემ იმამოღლუსთან მისვლაა ვერ შეძლეს.
სარაჩხანის პარკთან, სადაც ოპოზიციის მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, მომიტინგეების ჯგუფმა სცადა ლითონის ღობეების ა გარღვევა, მაგრამ პეცრაზმმა მათ უკან დაახევინა.
ანკარაში გუვენ პარკში რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, სადაც ბარიერებია აღმართვის გამო პოლიციასთან შეტაკებები დაიწყო.
სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა, 19 მარტს, გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება ორ საქმეზე მიმდინარეობს. ეკრემ იმამოღლუს კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი. გამოძიების ფარგლებში სულ დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.