თბილისში, „MEGOBARI აქტის“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. მარშის მონაწილეები მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც, რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით მიემართებიან.
მარშის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და აშშ-ის დროშები.
შეგახსენებთ, 27 მარტს ამერიკის სენატი "მეგობარ აქტს" განიხილავს. კანონპროექტს მხარს 8 რესპუბლიკელი და 10 დემოკრატი კონგრესმენი უჭერს. "მეგობარი აქტის" წარმდგენი ჯო უილსონი ამბობს, რომ დოკუმენტის მიღებით ამერიკას ქართველი ხალხისთვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სურს.
ფოტო: პუბლიკა