უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში იმყიფებოდა, სადაც ტაქტიკური ჯგუფის "პოკროვსკის" სამეთაურო პუნქტს ეწვია. ამის შესახებ ზელენსკი Telegram-არხზე წერს.
"მოვისმინე მოხსენება პოკროვსკის მიმართულების დაცვაზე, ოპერატიულ ვითარებაზე და დავალებების შესრულებაზე. ჩვენი ჯარისკაცები სახელმწიფო ჯილდოებით დავაჯილდოვე", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
გარდა ამისა, ზელენსკი შეხვდა „დრონის ხაზის“ მეთაურებს, რომლებიც „უკრაინის შეიარაღებული ძალების საუკეთესო უპილოტო დანაყოფებს აერთიანებენ“.
უკრაინული გამოცემა "უკრაინსკა პრავდას" ცნობით, დონეცკის ოლქში ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკის თან ახლდა პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე, 93-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის "ხოლოდნი იარი" ყოფილი მეთაური პავლო პალისა.