"ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, როდესაც არის ასეთი დიდი ეთერი, კითხვები წინასწარაა დადგმული, აქ კი არის ნებისმიერი კითხვა, რომელიც ხალხს აწუხებს, შეიძლება გაჟღერდეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეხიდის დროს, რომლის ფარგლებშიც იგი საქართველოს მოსახლეობის კითხვებს პასუხობს.
"დღეს თავისუფალი ტრიბუნაა. ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში როცა არის ასეთი დიდი ეთერი, იქ არის წინასწარ დადგმული კითხვები აქ კი არის ნებისმიერი კითხვა, რომელიც ხალხს აწუხებს, იმიტომ რომ ჩვენ ვერ დავემალებით სიმართლეს ვერც სტუდიაში, ვერც კაბინეტებში", _ განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა: "მით უფრო, რომ არ მიყვარს კაბინეტში დიდხანს ჯდომა და ძალიან მიყვარს ურთიერთობა".