ნინო წილოსანი გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟონილიანის და სხვა საქველმოქმედო ფონდების ანგარიშების დაყადაღებას.
წილოსანის განცხადებით, ეს ფონდები, კეთილშობილური მიზნის საფარქვეშ, რევოლუციას აორგანიზებდნენ.
"ნანუკა ჟორჟოლიანის იაფფასიანი ვიდეოების მიღმა, როგორც ვხედავთ რევოლუციური პროცესების და გადატრიალების დაფინანსება იმალებოდა.
მისი ეს და სხვა დანაშაულებრივი ფონდები, კეთილშობილური მიზნის საფარქვეშ, იმ აგრესორებს აფინანსებდნენ, რომლებმაც აქციების დროს პარლამენტი გადაწვეს, პოლიციელები დააზიანეს, ქვეყანაში ქაოსის ცეცხლი დაანთეს და სხვა და სხვა.. უფრო ფართოდ რომ შევხედოთ, რევოლუციას აორგანიზებდნენ.
რევოლუციის ორგანიზატორები რომ შევაფასო, ვიტყოდი, კლასიკური სცენარით “აგენტებად” მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს ირჩევდნენ, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში ფაქტია შეცვალეს ტაქტიკა…", - წერს წილოსანი.
17 მარტს, საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, "ნანუკას ფონდის", "ფროსფერითის", "ფონდი ერთმანეთისთვის 24/7-ის", "სირცხვილიას" და "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" საბანკო ანგარიშები და მათზე არსებული ფულადი სახსრები დააყადაღა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ფონდების დაყადაღების მოთხოვნით, პროკურატურას სარჩელით 18 იანვარს ვატო შაქარიშვილმა მიმართა.
პროკურატურის განცხადებით, ფონდები ძალადობრივი ქმედების დაფინანსებისა და უკანონობის წახალისებისთვის ფონდები დაყადაღდა.