რუსეთმა და საფრანგეთმა "მისტრალის" კლასის ოთხი გემის აგების შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმება გააფორმეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"რუსეთის ვიცე-პრემიერმა იგორ სეჩინმა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ალენ ჟიუპემ დღეს ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსეთისათვის "მისტრალის" ტიპის ოთხი გემის მშენებლობის შესახებ", _ იუწყება რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონია საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის თანდასწრებით გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა და საფრანგეთმა 2010 წლის დეკემბერში ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის კონსორციუმი (ОСК) და DჩNშ (საფრანგეთი) ორ "მისტრალის" ტიპის გემს სან-ნაზერში (საფრანგეთი) ააშენებს და კიდევ ორს რუსეთში ლიცენზიით.