ავსტრალიის ღია პირველიბაზე პირველი ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. "დიდი მუზარადის" წლის პირველ საჩოგბურთო ტურნირზე მამაკაცებს შორის პირველ ნახევარფინალში მსოფლიოს მეორე ჩოგანი შვეიცარიელი როჯერ ფედერერი მესამე ნომრად განთესილ სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება.
ფედერერმა მეოთხედფინალში თანამემამულე სტანისლავ ვავრინკა დაამარცხა ანგარიშით 6-1, 6-3, 6-3. ხოლო ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეოთხედფინალიდან ტურნირს ჩეხი ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოთიშა ანგარიშით 6-1, 7-5, 6-1.
ჯოკოვიჩისა და ფედერერის ნახევარფინალი ხვალ გაიმართება.
მეორე ნახევარფინილის საგზურისთვის პირველი ჩოგანი ესპანელი რაფაელ ნადალი თანამემამულე დავიდ ფერერს შეებრძოლება, ბრიტანელი ენდი მიურეი კი უკრაინელ დოლგოპოლოვს. აღნიშნული მეოთხედფინალებიც ავსტრალიის კორტებზე ხვალ დილით გაიმართება.
რაც შეეხება ქალებს. ნახევარფინალში უკვე გავიდნენ მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი, დანიელი კაროლინ ვოზნიაკი და ჩინელი ჩოგბურთელი ნა ლი. ვოზნიაკმა იტალიელი ფრანჩესკა სკიავონე დაამარცხა ანგარიშით 3-6 6-3 6-3, ხოლო ნა ლიმ გერმანელი პეტკოვიჩი ანგარიშით 6-2 6-4.
ნახევარფინალში ვოზნიაკი ნა ლის დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალისთვის კი ვერა ზვონარევა პეტრა კვიტოვას დაუპირისპირდება, კიმ კლაისტერსი კი აგნეშკა რადვანსკა.