შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში სეპარატისტების მიერ საქართველოს სამი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ შესულა.
"შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია დაკავებულთა გვარები. მეტიც, არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდეს. როგორც წესი, როცა ქართველების დაკავება ხდება სეპარატისტები გვიკავშირდებიან და საქმის კურსში გვაყენებენ. ამჯერად არავის დაურეკავს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა ვოვა ჯუღელმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ახალგორის რაიონის წინაგარას დასახლებულ პუნქტთან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.