საქართველოს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებ-გვერდი აქვეყნებს.
ამასთან, ევრისაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად კვალვ მევლუტ ჩაუშოღლუ დაამტკიცეს. ცისკარიშვილის გარდა, სესიაზე კიდევ 19 ვიცე-პრეზიდენტის არჩევა მოხდა.
კერძოდ კი, პორტუგალიიდან ჟოზე ვერა ჟარდიმი, საბერძნეთიდან ვრეტოს კონსტანტინოსი, გერმანიიდან იოაჰინ ჰორსტერი, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოდან რობერტ ვალტერი, საფრანგეთიდან ჯეან-კლოდ მინიონ, ფინეთიდან - სინიტა ჰურსკეინენი, ირლანდიიდან ფრენკ ფაჰი, ჰოლანდიიდან ტინი კოქსი, ლიხტენშტეინიდან გებჰარდ ნეგელე, ნორვეგიიდან კარინ ს. უოლდსეტი, იტალიიდან ლუიჯი ვიტალი, პოლონეთიდან დარიუშ ლიპინსკი, ლატვიიდან ანდრის ბერჟინსი, მოლდოვიდან ანა გუტუ, რუსეთიდან კონსტანტინ კოსაჩოვი, უნგრეთიდან მარტონ ბრაუნი, თურქეთიდან ეროლ ასლან ჩებეჩი და უკრაინიდან ივან პოპესკუ.
მასალის გამოყენების პირობები