საპარლამენტო ფრაცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრი გიორგი ახვლედიანი მიიჩნევს, რომ მთიანი რეგიონების დაცლის პრობლემის თვალსაზრისით, საქართველო უკვე უფსკრულის პირასაა. ამის შესახებ მან "ჯი-ეიჩ-ენთან" კომენტირებისას განაცხადა.
ახვლედიანის თქმით, აუცილებელია კანონპროექტის შექმნა საქართველოს მთიანი რეგიონების შექმნისთვის, რაზეც მეცნიერებათაAაკადემიის ექსპერტთა ჯგუფი უკვე მუშაობს. "ქრისტიან-დემოკატები" კი ამ კანონპროექტს პარლამენტს წარუდგენენ.
"თუ დღეს არ გადავწყვეტთ ამ პრობლემას, სამომავლოდ გადასაწყვეტი არაფერი იქნება, მთა დაიღუპება. მთიანი რეგიონები დაცარიელდება და მთელი საქართველო ცენტრალურ მაგისატრალთან იცხოვრებს. ეს ქვეყნისთვის კატასტროფაა", _ აცხადებს ახვლედიანი.
მისი თქმით, ამ პრობლემის გადასაწყვეტად ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს, რადგან ეს საკითხი პრაქტიკულად ყველა მთიან რეგიონს შეეხება. "საქართველოში მთიანის 2/3 დაცლილია. ფშავის, ხევსურეთის, დუშეთის უამრავ რეგიონში ადამიანები არ ცხოვრობენ. სკოლებში პირველკასელები აღარ შედიან, რადგან აღარ არიან".
ახვლედიანი მიიჩნევს, რომ მთიანი რეგიონის დაცლის საშიშროებას ხელისუფლებაც გაიზიარებს, რადგან მათ კარგად ესმით, რომ უფსკრულის პირას ვდგავართ.