რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მხოლოდ გადაიდო და არ გაუქმებულა - აკონკრეტებენ კრემლში.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა ნატალია ტიმაკოვამ განაცხადა, რომ მედვედევმა გადადო დღეს დაგეგმილი ვიზიტი შვეიცარიაში დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. მისივე ინფორმაციით, ასევე გადადებულია მედვედევის დღეს დანიშნული შეხვედრა შვეიცარიის პრეზიდენტთან.
"შვეიცარიული მხარე გაგებით მოეკიდა ამ სიტუაციას", _ განაცხადა ტიმაკოვამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტში განხორციელებული ტერაქტის შედეგად 35 ადამიანი გარდაიცვალა და დაახლოებით 110 დაიჭრა.