მოსკოვში სისხლის გადასხმის სადგურებში დღეს სისხლის ჩაბარების მსურველების რაოდენობამ 10 % ით მოიმატა. რუსეთის მოქალაქეები სისხლს "დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარი ტერაქტის დროს დაზარალებულთა დასახმარებლად აბარებენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"სისხლს ძირითადად აბარებენ საქალაქო სადგურებში, იმიტომ რომ სისხლი ქალაქის საავადმყოფოებს სჭირდება. საავადმყოფოების მარაგი მცირე რაოდენობისაა, თუმცა ამჟამად საკმარისია. სისხლი შესაძლოა ერთი კვირის შემადეგაც საჭირო იყოს", _ იუწყება მედია და დასძენს, რომ მედიკოსები მოქალაქეებს სისხლის გადასხმის სადგურებში გამოცხადებას ერთი კვირის შემდეგაც სთხოვენ.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტში განხორციელებული ტერაქტის შედეგად 35 ადამიანი გარდაიცვალა და დაახლოებით 110 დაიჭრა.