მსოფლიო ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციები მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტს გმობენ. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მომხდარს "ტერორიზმის აღმაშფოთებელი აქტი" უწოდა და რუსეთს დახმარება შესთავაზა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა პან კი მუნმა კი განაცხადა, რომ ის "შეძრა" უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილმა ამ "სამწუხარო და გაუმართლებელმა აქტმა".
მომხდარს გამოეხმაურა მექსიკაში მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც. მისი განცხადებით, შეერთებული შტატები მწუხარებისა და გლოვის წუთებში რუსი ხალხის გვერდით დგას.
რუსი ხალხის მიმართ თანაგრძნობა გამოხატა ევროკავშირმაც და მას ნებისმიერი სახის ტექნიკური დახმარება შესთავაზა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა კი ხაზი გაუსვა სხვადასხვა ქვეყნის ძალისხმევის კოორდინაციის აუცილებლობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
შეგახსენებთ, რომ "დომოდედოვოს" აეროპორტში აფეთქება გუშინ, დაახლოებით 16:300 საათზე მოხდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. გამოძიება მომხდარში ჩრდილოკავკასიელი მეამბოხეების კვალს ხედავენ.