ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის, იონას გარ სტიორეს განცხადებით, ნორვეგია უკრაინას მიმდინარე 2025 წელს ორჯერ მეტი ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს.
ნორვეგიის მთავრობა და ოპოზიციის ლიდერები 6 მარტს შეთანხმდნენ, რომ გასულ წელთან შედარებით, უკრაინის სამხედრო დახმარება 85 მილიარდ ნორვეგიულ კრონამდე (დაახლოებით 7.83 მილიარდი დოლარი) გაზარდოს.
როგორც იონას გარ სტიორემ განაცხადა, გადაწყვეტილება უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდის შესახებ მიიღეს "რადგან ამის საჭიროება არსებობს".
"ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის", - დასძინა მან.
ამჟამად 2025 წლამდე მხარდაჭერისთვის 35 მილიარდი ნორვეგიული კრონი (3,2 მილიარდი დოლარი) არის გამოყოფილი.
„სტორტინგში არის მრავალპარტიული შეთანხმება უკრაინისადმი მხარდაჭერის საგრძნობლად გაზრდის შესახებ... ნორვეგიის მხარდაჭერა დაეხმარება უკრაინას, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს, ასევე დაეხმაროს სამშვიდობო გეგმას, რომელზეც ევროპის ქვეყნები მუშაობენ“, - თქვა სტიორემ.