ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოვმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ საუდის არაბეთში უკრაინის დელეგაციასთან შესახვედრად გაემგზავრება.
„ამჟამად ჩვენ მიმდინარეობს მსჯელობა, რათა შევთანხმდეთ უკრაინელებთან შეხვედრაზე ერ-რიადში ან პოტენციურად ჯედაში... იდეა არის სამშვიდობო შეთანხმებისა და პირველადი ცეცხლის შეწყვეტის ჩარჩოს დასრულება“, - AFP -ის ცნობით, განაცხადა უიტკოფმა.
მან შეხვედრის თარიღი არ დაასახელა. თუმცა, ანონიმურმა უკრაინულმა წყარომ AFP-ს განუცხადა, რომ შეხვედრა ერ-რიადში სამშაბათს, 11 მარტს გაიმართება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა 12 მარტს გაიმართება და ამერიკული მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ უიტკოფი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოოლცი, ხოლო უკრაინული მხრიდან პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი იერმაკი.