დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მომავალ კვირაში საუდის არაბეთში უკრაინის დელეგაციას შეხვდებიან. კერძოდ, კიევიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი ჩავა.
ამის შესახებ Fox News-ის წამყვანი და თეთრი სახლის კორესპონდენტი ჯეკი ჰაინრიხი Х-ზე წერს.
ჟურნალისტის თქმით, ერ-რიადში გაემგზავრებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
„სამშაბათს რუბიო, უიტკოფი, უოლცი მიემგზავრებიან ერ-რიადში, რათა შეხვდნენ უკრაინელებს, მათ შორის ერმაკს“, - წერს ჰაინრიხი.
Axios-ის ცნობით, დელეგაციები ერთმანეთს, ოთხშაბათს, 12 მარტს შეხვდებიან. ამერიკული დელეგაცია ერ-რიადში სამშაბათს, 11 მარტს გაემგზავრება.
შეხვედრა უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების კრიზისის ფონზე გაიმართება თეთრ სახლში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დაპირისპირების შემდეგ, რის შემდეგაც შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა უკრაინის სამხედრო დახმარება და მისთვის დაზვერვვო ცნობების გაზიარება.