თეთრი სახლის სპიკერის,კეროლაინ ლივიტის განცხადებით, სიცრუეა Reuters-ის ცნობა, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 240 000-ზე მეტი უკრაინელი მიგრანტისთვის დროებითი ლეგალური სტატუსის შეჩერებას გეგმავს. ამის შესახებ ის X-ზე წერს.
"ეს არის მორიგი ცრუ სიახლე Reuters-ის ანონიმური წყაროებისგან, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რაზე ლაპარაკობენ. სიმართლე: ამ დროისთვის არანაირი გადაწყვეტილება არაა მიღებული." - დაწერა თეთრი სახლის სპიკერმა.
Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღნიშნული გადაწყვეტილების განხორციელებას აპრილში გეგმავდა.