უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ მსოფლიო წესრიგის განადგურებას, არა მხოლოდ რუსეთი და ბოროტების ღერძი, არამედ შეერთებული შტატებიც ცდილობს.
„ეს არ არის მხოლოდ ბოროტების ღერძი, რომელიც ცდილობს მსოფლიო წესრიგის ხელახლა განსაზღვრას... აშშ ანგრევს მსოფლიო წესრიგს.
აშკარაა, რომ თეთრმა სახლმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მთელი დასავლური სამყაროს ერთიანობა. ახლა კი ვაშინგტონი ცდილობს ევროპის უსაფრთხოების საკითხების დელეგირებას შეერთებული შტატების მონაწილეობის გარეშე“, - განაცხდა ზალუჟნიმ.
ზალუჟნიმ ასევე აღნიშნა, რომ ნატო-მ შეიძლება შეწყვიტოს არსებობა.
„აშკარაა, რომ ვაშინგტონის მიერ რუსეთის აგრესიის არაღიარება ასევე ახალი გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვის.
ასე რომ, ეს საკმარისია იმის გასაგებად, რომ მხოლოდ რუსეთი და ბოროტების ღერძი კი არ ცდილობს მსოფლიო წესრიგის დანგრევას, არამედ შეერთებული შტატები, ფაქტობრივად, საბოლოოდ ანგრევს მას“, - განმარტა ზალუჟნიმ.