რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ევროპული ჯარების პოტენციური განლაგება ნიშნავს ნატო-ს ოფიციალურ და პირდაპირ ჩართვას კონფლიქტში.
„ამგვარ ქმედებას ჩვენ კატეგორიულად არ დავაკვირდებით.
კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ეს მიშნავს, ნატო-ს ქვეყნების არა ვითომ ჰიბრიდულ, არამედ პირდაპირ, ოფიციალურ, დაუფარავ ჩართვას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში. ამის დაშვება არ შეიძლება“, - განაცხადა ლავროვმა.
მან დასძინა, რომ ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საფრანგეთის პრეზიდენტის მენუელ მაკრონის გუშინდელი განცხადების გათვალისწინებით, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს.
”ეს ნიშნავს, რომ თუ ეს არის საფრთხე, მაშინ ჯარები უნდა გაიგზავნოს ამ საფრთხის წინააღმდეგ”, - თქვა ლავროვმა.
ის ასევე დარწმუნებულია, რომ მაკრონისა და ბრიტანეთის პრემიერ -მინისტრის, კირ სტარმერის წინადადება უკრაინაში ერთთვიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ "ჰაერში, ზღვაში და ენერგეტიკაში" სავარაუდოდ მიზნად ისახავს ამ დროის განმავლობაში უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგებას.