რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის „ბირთვული რიტორიკა“ რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
"რა თქმა უნდა, ეს არის საფრთხე რუსეთისთვის. თუ ის ჩვენ საფრთხედ მიგვიჩნევს, მართავს ევროპის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელების შეხვედრას, ამბობს, რომ აუცილებელია ბირთვული იარაღის გამოყენება, რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად მომზადება - ეს, რა თქმა უნდა, საფრთხეა", - განაცხადა ლავროვმა.
მან გაიხსენა, რომ მაკრონი "პერიოდულად აცხადებს, რომ დაურეკავს პუტინს, აუცილებლად დაელაპარაკება" და დასძინა, რომ "ასეთი შესაძლებლობები არსებობს, ამას არავინ კრძალავს, პირიქით, პრეზიდენტი [ვლადიმირ პუტინი] მუდმივად ხაზს უსვამს ღიაობას ყველა კოლეგასთან კონტაქტებისთვის".