პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების შესახებ.
„უკრაინა, და ამის შესახებ მკაფიოდ განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმაც, მზად არის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებისთვის პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობის ხელმძღვანელობით. „ბატკივშინის“ გუნდი მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩვენს ყველა მოკავშირესთან, რომლებსაც შეუძლიათ სამართლიანი მშვიდობის სწრაფ უზრუნველყოფაში დახმარება“, – დაწერა „ბატკივშინის“ ლიდერმა „ფეისბუქში“ და აღნიშნა, რომ მანამდე უკრაინაში არჩევნების ჩატარებაზე საუბარიც შეუძლებელია.
შეგახსენებთ, Politico-ს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდმა საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტებთან, რადგან ვაშინგტონი ცდილობს, გაიგოს, შესაძლებელია თუ არა სწრაფი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კიევში, რათა ზელენსკი ხელისუფლებიდან ჩამოაშორონ.