ნატო-ს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი "მისტრალს" ალიანსის წევრი ქვეყნებისა და საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ არ გამოიყენებს.
ამის შესახებ განცხადება ანდრეს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, ავიამზიდის შესახებ დადებული ხელშეკრულება მხოლოდ საფრანგეთისა და რუსეთის საქმეა, თუმცა შეთანხმება საერთაშორისო ნორმების დაცვით უნდა გაფორმდეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ "მისტრალის" შეძენასთან დაკავშირებით პარიზსა და მოსკოვს შორის შეთანხმება დღეს გაფორმდება.