რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, დომოდედოვოს აეროპორტის მენეჯმენტმა აეროპორტში უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო პასუხი უნდა აგოს.
"ის, რაც მოხდა, ადასტურებს, რომ უსაფრთხოების ზომები აშკარად დარღვეული იყო. ასეთი რაოდენობის ასაფეთქებლის გადატანა ან ადგილზე მიტანა _ ასეთი რამ მხოლოდ უნდა სცადო. ამისთვის პასუხი უნდა აგონ მათ, ვისაც კომპანიასთან უშუალო შეხება აქვს, ვინც იქ გადაწყვეტილებას იღებს, კერძოდ, აეროპორტის მენეჯმენტმა. ეს ტერაქტია, მწუხარება და ტრაგედია," _აღნიშნა მედვედევმა.
შეგახსენებთ, 24 იანვარს მოსკოვის აეროპორტ "დომოდედოვოში" ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აეროპორტის ვიდეოთვალის ერთ-ერთმა კამერამ აფეთქების მომენტი დააფიქსირა. უკანასკნელი მონაცემებით, აფეთქებას 35 ადამიანი ემსხვერპლა, 180 კი დაშავდა. საავადმყოფოებში 108 ადამიანია მოთავსებული.