ვლადიმირ პუტინი დათანხმდა ტრამპის ადმინისტრაციას, რომ დაეხმარება ირანთან მოლაპარაკებაში ისეთი საკითხების ირგვლივ, როგორიცაა ირანის ბირთვული პროგრამა და აშშ-ს წინააღმდეგ რეგიონული ძალების მხარდაჭერა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტრამპმა ეს საკითხი თებერვალში პუტინთან სატელეფონო საუბრისას დააყენა.
რამდენიმე დღის შემდეგ, მისი ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა ეს საკითხი განიხილეს რუსეთის წარმომადგენლებთან საუდის არაბეთში შეხვედრის დროს.
Bloomberg აღნიშნავს, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს ამ ინფორმაციაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია და მოსკოვი და თეირანი არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ინფორმაციას.
ამავდროულად, კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა Bloomberg-ის გკითხვის პასუხად განაცხადა, რომ „რუსეთი მიიჩნევს, რომ შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ყველა პრობლემა მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყვიტონ“ და „მზადაა ყველაფერი გააკეთოს ამის მისაღწევად“.
პრესკონფერენციაზე შეკითხვაზე, შესთავაზა თუ არა რუსეთს შუამავლის როლი ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ესმაილ ბაღაიმ აღნიშნა, რომ „ბუნებრივია, როდესაც ქვეყნები გამოხატავენ მზადყოფნას დაეხმარონ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში“.