უკრაინის რუსულენოვან მოსახლეობაში აქტიური პროპაგანდა მიმდინარეობს, რათა 2012 წლის აღწერისას ისინი რუსებად ჩაეწერონ. ამ იდეის ავტორები ცდილობენ, უკრაინის ხელისუფლება, დაარწმუნონ, რათა რუსული ენა მეორე სახელმწიფო ენა გახდეს ან სულ მცირე, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში რუსული სკოლების რიცხვი მაინც გაიზარდოს. A
ამ დროს კი ნაციონალისტები უკრაინული ენის უპირატესობაზე მიუთითებდნენ, რადგან უკრაინის მოსახლეობის 77% უკრაინელად მიიჩნევდნენ თავს. იმ დროიდან მოყოლებული, კომუნისტებსა და რეგიონალებს შორის გაჩნდა იდეა, რომ რუსულენოვან მოსახლეობაში გაევრცელებინათ პროპაგანდა, რათა მათ აღწერის დროს რუსებად მოეხსენიებინათ თავი. ამის მიზეზი ის იყო, რომ უკრაინელი ნაციონალისტებისგან მიეღოთ არგუმენტი, რომ უკრაინელები სახლმწიფოს წარმომქმნელი ერთადერთი ნაცია არ არიან.
"ეს ჯანსაღი აზრია,_აცხადებს სახალხო დეპუტატი ევგენი ცარკოვი. ხალხს უნდა ავუხსნათ, თუ ისინი რუსული ენის დაცვის პოზიციაზე დგანან, ამისთვის რაღაც უნდა გააკეთონ. მაგალითისთვის, იმის გამო, რომ 2011 წლის აღწერის დროს ოდესის ოლქი უკრაინულენოვნად მოიხსენიეს, იუშჩენკოს მმართველობის დროს ოდესაში მხოლოდ ორი რუსული სკოლა დარჩა".