ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სახელმწიფოთა „ფართო კოალიციის“ შექმნა უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მხარდასაჭერად. ამის შესახებ მან X-ში დაწერა.
პაველმა აღნიშნა, რომ ახლა დროა "ვიფიქროთ ფართო კოალიციის შექმნაზე, რომელიც ისწრაფვის უკრაინაში სამართლიანი მშვიდობისთვის.
„აგრესორის პირობებით „მშვიდობა“ კაპიტულაციას ნიშნავს და მხოლოდ წაახალისებს ყველა ამჟამინდელ და მომავალ აგრესორს. თავისუფალი სამყარო ბოროტების წინააღმდეგ უნდა დადგეს“, - წერს პაველი .
შეგახსენებთ, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა. სატელევიზიო კამერების წინ შეხვედრა ზელენსკის, ტრამპსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯედი ვენსს შორის კამათში გადაიზარდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ ის უკრაინის და რუსეთის მომხრეა.
საბოლოოდ შეხვედრა ნაადრევად დასრულდა. პრეზიდენტებმა წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ხელი ვერ მოაწერეს, ზელენსკიმ თეთრი სახლი დატოვა.
ამის შემდეგ შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ ზელენსკი „არ იყო მზად მშვიდობისთვის“.