ბერლინის ცენტრში, იმართება რუსული ოპოზიციის მსვლელობა ლოზუნგით „რუსეთი პუტინის წინააღმდეგ“.
მარშს ხელმძღვანელობენ პოლიტიკოსები ილია იაშინი და ვლადიმირ ყარა-მურზა, ასევე პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის ქვრივი იულია ნავალნაია (იაშინი და ყარა-მურზა შეყვანილია რუსეთის "უცხოური აგენტების" რეესტრში).
აქციის მონაწილეებს შორის ჟურნალისტებმა ასევე შენიშნეს უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი, ბიზნესმენი ევგენი ჩიჩვარკინი და პოლიტიკოსი ანდრეი პივოვაროვი (პირველი ორი "უცხოური აგენტების" რეესტრშია).
ორგანიზატორების თქმით, მსვლელობის მონაწილეებმა პოტსდამის მოედნიდან
რუსეთის საელჩოსკენ მიმართებიან, მარში კი ბრანდენბურგის კარიბჭესთან დასრულდება.
ნავალნის გუნდის წარმომადგენელთა თქმით,, მსვლელობაში 3500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.