მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის თვითმფრინავი ამერიკული ენდრიუს საჰაერო ბაზიდან ლონდონში გაფრინდა.
კვირას ლონდონში ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს ევროპელი ლიდერების სამიტში, რომელიც ორგანიზებულია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მიერ, რომელსაც ახლა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.
სამიტის წინ ბრიტანეთის ვაჭრობის მდივანმა დუგლას ალექსანდერმა განაცხადა, რომ ოვალურ კაბინეტში განვითარებული სცენები არა მხოლოდ ღრმად შემაშფოთებელი იყო, არამედ ყველაზე მკვეთრი სახით აჩვენა რამდენად შეიცვალა სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით ბოლო 80 წლის განმავლობაში.
მან ასევე უწოდა პრეზიდენტ ზელენსკის „ყველაზე გაბედული პოლიტიკური ლიდერი ევროპაში უინსტონ ჩერჩილის შემდეგ“.
28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა. სატელევიზიო კამერების წინ შეხვედრა ზელენსკის, ტრამპსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯედი ვენსს შორის კამათში გადაიზარდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ზელენსკისთან შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ ის უკრაინის და რუსეთის მომხრეა.
საბოლოოდ შეხვედრა ნაადრევად დასრულდა. პრეზიდენტებმა წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ხელი ვერ მოაწერეს, ზელენსკიმ თეთრი სახლი დატოვა.
ამის შემდეგ შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ ზელენსკი „არ იყო მზად მშვიდობისთვის“.
თეთრ სახლში გამართული დაძაბული შეხვედრის შემდეგ უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა ევროპის ლიდერების დიდმა ნაწილმა.