1-ელი მარტის ღამეს, რუსმა ოკუპანტებმა დრონებით მასირებული იერიში მიიტანეს ხარკოვსა და ხარკოვის ოლქზე.
ერთ-ერთი დრონი სამედიცინო დაწესებულების სამსართულიან შენობას დაეჯახა, რის შედეგადაც სახურავზე ხანძარი გაჩნდა. მაშველებმა, პოლიციამ, მედიკოსებმა და მოხალისეებმა შენობიდან 64 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს, მათ შორის 56 პაციენტის.
ხარკოვის რეგიონული პოლიციის განცხადებით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო ცენტრი, მაღაზიები, ბენზინგასამართი სადგური, ავტოსალონი და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები. ხანძარი რამდენიმე ადგილას გაჩნდა.
სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაშავდა.